ვისოლ ჯგუფი ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ ამჟამად სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტების, რესტორნებისა და საავტომობილო ტექმომსახურების ბიზნესსაც ავითარებს.

 

ვისოლ პეტროლიუმი ერთ-ერთი წამყვანი ბენზიგასამართი სადგურების ქსელია საქართველოში. ხედვა, რომელმაც კომპანიას მრავალი წლის მანძლზე  წარმატება მოუტანა მორგებულია მომხმარებელსა და ბიზნესზე: მუდმივად მზად ვიყოთ ცვლილებებისთვის; მაღალი ხარისხის შენარჩუნების გზით მოვიპოვოთ მომხმარებლის ლოიალურობა; ვიყოთ ყველა ოჯახის საყვარელი ბრენდი; ვიყოთ კორპორატიული კლიენტებისთვის სანდო და მზრუნველი პარტნიორი.

 

სმარტის სუპერმარკეტების ქსელის განვითარების დაწყებას საქართველოში, საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობის ბაზრის ორწლიანი დაკვირვება და შესწავლა უძღოდა წინ. სმარტის განვითარების სტრატეგიაში აქტიურად არიან ჩაბმულები  სხვადასხვა ქვეყნის კონსულტანტები. 2010 წლიდან დღემდე "სმარტს" 14 სუპერმარკეტი აქვს მთელი საქართველოს მასშტაბით.

     


ვენდი’ს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ამერიკული რესტორნების ქსელია, რომელიც მოიცავს 6,500-ზე მეტ რესტორანს შეერთებულ შტატებსა და 27 სხვა ქვეყანაში.  ვენდის ფასეულობები: „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“, „ვაკეთოთ საქმე სამართლიანად“, „გავიღოთ მოწყალება“ 40 წლის წინ  დამფუძნებელმა - დეივ თომასმა შექმნა. მისი სიტყვები დღესაც  თანამშრომლებისთვის ძირითად მამოძრავებელ სლოგანს წარმოადგენს.

 

 

ვიანორი ავტოტექმომსახურების მსოფლიო ბრენდის ფრანჩიზა არის საქართველოში. ამ ქსელის განვითარების ექსკლუზიური უფლება ვისოლ ჯგუფმა 2012 წელს მოიპოვა. „ვიანორი“ Nokian Tyres-ის ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში 1000-ზე მეტ ავტომომსახურების ცენტრს ფლობს.

 

       

ველაჯიომ წლების მანძილზე უძრავი ქონებისა და სამშენებლო სექტორში დაიმკვიდრა თავი. დღეისთვის ველაჯიო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც წარმატებით ეწევა სამშენებლო საქმიანობასაც.

       

ალმა 2013 წელს შეუერთდა ვისოლ ჯგუფს. ალმამ საფუძველი ჩაუყარა ქართული სარეკლამო ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. კომპანიის მფლობელობაში არის ბილბორდები მთელი საქართველოს მასშტაბით. ალმას თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში რეკლამის განთავსების ექსკლუზიური უფლება აქვს.