როდესაც საქმე დონატებსა და ყავას ეხება, „დანკინ დონატსის“ ხარისხის დამარცხება ძალიან რთულია. ეს იმიტომ, რომ კომპანია ამ ბიზნესში 1950 წლიდან არის ჩართული, მას შემდეგ რაც ბილ როზენბერგმა პირველი რესტორანი გახსნა ქუინსში, მასაჩუსეტსის შტატი. დღეს კი დანკინ' დონატსი ამაყობს, რომ არის მსოფლიოს წამყვანი კომპანია რესტორნების ინდუსტრიაში. დანკინ' დონატსი მუდმივად გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის ყავას.
2014 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა დანკინ' დონატსის რესტორნების ქსელის განვითარების ხელშეკრულებას საქართველოში. დანკინ' დონატსი არის საერთაშორისო ბრენდი, რომლის ღირებულებები სრულ თანხვედრაში მოდის ვისოლ ჯგუფის ღირებულებებთან. ამ ბრენდის ვისოლ ჯგუფის პორტფოლიოში დამატება ხაზს გაუსვამს უპირველეს მიზანს: უმაღლესს ხარისხსი.
ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოს საკვების ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხი, ადგილობრივ ბაზარზე წარმოვადგინოთ მსოფლიო ლიდერი და ამაყად განვაგრძოთ დანკინ' დონატსისა და მისი დამფუძნებლის ბილ როზენბერგის მემკვიდრეობა.
საინტერესო ფაქტები დანკინის შესახებ
ჩვენი წვლილის შეტანა
დანკინის ლატე და კაპუჩინო დამზადებულია Fair Trade™ -ის მიერ დამოწმებული ესპრესოს მარცვლებით
შექმნილია რათა იყოს გემრიელი
დანკინი იყენებს 100% ყავა არაბიკას მარცვლებს, რაც ყავის ინდუსტრიის მიერ უმაღლესი ხარისხის ყავად არის აღიარებული.
ხარისხის მუდმივი კონტროლი
დანკინ' დონატსის ყავის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ექსპერტები ყოველდღიურად 200 ჭიქამდე ყავას სინჯავენ. ისინი ნამდვილად ჩვენი გმირები არიან.
გზა ხის ნაყოფიდან ჭიქამდე
დანკინის ერთგულება მუდმივად კარგი ხარისხის ყავის მიმართ მოითხოვს ჩვენს ჩართულობას იმ პროცესში, რომელიც იწყება ხის ნაყოფიდან და მთავრდება თქვენს ფინჯანში.
უგემრიელესი ფინჯანი ყავა
ნავთობის შემდეგ გაყიდვებით ყავა მსოფლიოში მეორე უმსხვილესი პროდუქტია, მაგრამ ის პირველია ჩვენს გულებში.
სწრაფი სერვისი
მსოფლიოში, დანკინის რესტორნების ქსელში წამში საშუალოდ 60 ფინჯანი ყავა იყიდება.