დანკინ' დონატსი ქუთაისში გაიხსნა 

21.05.2018

„ვისოლ ჯგუფმა“ ქუთაისში  „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი გახსნა
 
 ქუთაისის ცენტრში, რუსთაველის გამზირის #5-ში,  „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორანი განთავსდა.  ახალგახსნილი რესტორანი „დანკინ დონატსისთვის“  მე-19 ობიექტია.  „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნის ოფიციალურ გახსნას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და „ვენდის“ ამერიკული დელეგაცია დაესწრნენ. 
 
 „დანკინ დონატსის“ ახალ ობიექტებზე „ვისოლ ჯგუფმა“ 50-მდე ადგილობრივი დაასაქმა და  ჩვენ ერთად კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელებას შევძლებთ, რითაც მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საქმეში“, - აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე. 
 
 „დანკინ დონატსის“  რესტორანი „დრამ შოუს“ ენერგიული წარმოდგენით გაიხსნა და მომხმარებლებს საინტერესო აქციებიც შესთავაზა. სპეციალურად მხოლოდ ქუთაისის მომხმარებლებისთვის დანკინ' დონატს ყავასა და დონატი მენიუზე სპეციალური ფასი ქონდა. 
 
"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო,  ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან “დანკინ დონატსთან” კი „ვისოლ ჯგუფმა“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა  „დანკინ დონატსმა“ იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ახლა უკვე საქართველოში დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.