„ვისოლ ჯგუფის“ განვითარების ისტორია 20 წლის წინ ნავთობპროდუქტების რეალიზაციით დაიწყო. დღესდღეობით „ვისოლი“ უკვე ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფია საქართველოში, რომელმაც არა მხოლოდ ენერგეტიკის თითქმის ყველა სფერო მოიცვა, არამედ სამშენებლო, სარეკლამო, სასტუმროების, სუპერმარკეტებისა და ამერიკული რესტორნების ქსელის ბიზნესსაც ავითარებს.
„ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდებია: “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია”, სუპერმარკეტების ქსელი “სმარტი”, ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდის საქართველო“, ამერიკული რესტორნების ქსელი „დანკინი“, ავტომომსახურების ქსელი „ვიანორ ჯორჯია“, უძრავი ქონების კომპანია MP Development-ი, სარეკლამო კომპანია „ალმა“.
„ვისოლ ჯგუფის“ საერთაშორისო პარტნიორები არიან: BNP Paribas, Geneva, Societe General, Geneva, BCGE _ Banque Cantonale de Geneve, ATB - Amsterdam Trade Bank, EBRD - European Bank for Reconstruction and Development, OPIC - Overseas Private Investment Corporation, Hellenic Petroleum, Eko, Total, Chevron, Nokian Tyres, Vianor, Wendy’s, Dunkin’.