დღეისათვის, Dunkin’ მსოფლიოს არომატული ყავით, მრავალფეროვანი დონატებით, კრუასანებითა და უგემრიელესი სენდვიჩებით მასპინძლობს. ისტორია კი დაიწყო 70 წლის წინ, როდესაც ბილ როზენბერგმა 1950 წელს, პირველი რესტორანი გახსნა ქუინსში, მასაჩუსეტსის შტატში. დღეს დანკინი 12 000-ზე მეტ ობიექტს ითვლის 45 ქვეყანაში და ამაყობს, რომ არის მსოფლიოს წამყვანი კომპანია რესტორნების ინდუსტრიაში.

 

2014 წლის ოქტომბერში ხელი მოეწერა ამერიკული რესტორნების ქსელ Dunkin’-ის განვითარების ხელშეკრულებას საქართველოში. Dunkin’ არის საერთაშორისო ბრენდი, რომლის ღირებულებები სრულ თანხვედრაში მოდის ვისოლ ჯგუფის ღირებულებებთან.

 

ამჟამად, საქართველოში Dunkin’ 9 ქალაქში 57 რესტორნითაა წარმოდგენილი.

 

ჩვენი მიზანია ქართველ მომხმარებელს მივაწოდოთ კვების ინდუსტრიაში საუკეთესო ხარისხი და ადგილობრივ ბაზარზე წარმოვადგინოთ მსოფლიო ლიდერი რესტორნების ქსელი.

 

 

საინტერესო ფაქტები დანკინის შესახებ

Doing our bit

ქალაქში საუკეთესო ყავა

დანკინი იყენებს 100% ყავა არაბიკას მარცვლებს, რაც ყავის ინდუსტრიის მიერ  უმაღლესი ხარისხის ყავად არის აღიარებული.

Doing our bit

ესპრესოს მარცვლები

დანკინის ყავა მზადდება Fair Trade™ -ის მიერ დამოწმებული ესპრესოს მარცვლებით.

Doing our bit

ყოველ დღე ახალი დონატი

დანკინი ყოველდღიურად ახალ, მრავალფეროვან, ათობით სახეობის დონატს სთავაზობს ერთგულ მომხმარებელს.

Doing our bit

ხარისხის კონტროლი

Dunkin'-ის ყავის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ექსპერტები ყოველდღიურად სინჯავენ ყავის სხვადასხვა სახეობებს და აკონტროლებენ მუდმივად ხარისხს.

Doing our bit

უგემრიელესი სენდვიჩები

Dunkin'-ში არომატულ ყავასა და მრავალფეროვან დონატებთან ერთად ასევე შეგიძლიათ მიირთვათ უგემრიელესი სენდვიჩები -  ბურგერი, ბეიგელი, პიცა და ლოკალური პროდუქტები: დანკინური ლობიანი, ხაჭაპური, ფხლოვანა და სხვა ცომეული.

Doing our bit

სწრაფი სერვისი

მსოფლიოში, დანკინის რესტორნების ქსელი ყოველ დღე 3 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. წამში კი საშუალოდ 60 ფინჯანი ყავა იყიდება.