ბარისტა – გორი

ვაკანსიის კატეგორია: რესტორანი
ლოკაცია: გორი

ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin’ ეძებს ახალ თანამშრომლებს ბარისტას პოზიციაზე გორში

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მოსახურება;
  • ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
  • სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
  • შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
  • პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
  • საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა. 

რატომ დანქინი?

  • ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა
  • ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს
  • ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
  • ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას
  • ჩვენთან ღიმილი მთავარია
  • ერთად უკეთესია და ერთად ვგულისმობთ შენთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?

  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
  • სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტს;
  • საბონუსე სისტემას;
  • თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass
  • მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში.

სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება DUNKIN’-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@dd.ge

შეავსე განაცხადი

დაშვებული ფორმატები: .pdf, .doc, .docx