ამერიკული რესტორნების ქსელი Dunkin’ ეძებს ახალ თანამშრომლებს ბარისტას პოზიციაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის სწრაფად და ეფექტურად მოსახურება;
- ყავის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების მომზადება;
- სენდვიჩების, ჰოთ დოგების, ვრაპების და სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
- შეკვეთების მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება, შეკვეთების გაცემა;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
- საკვების უვნებლობის სტანდარტების დაცვა
რატომ დანქინი?
- ჩვენთან მუშაობა საინტერესო და სახალისოა;
- ჩვენთან შეიძენ უამრავ მეგობარს;
- ჩვენთან ისწავლი ყველაზე გემრიელი ყავების და სენდვიჩების მომზადებას;
- ჩვენ არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას;
- ჩვენთან ღიმილი მთავარია;
- ერთად უკეთესია და ერთად ვგულისმობთ შენთან ერთად!
რას გთავაზობთ ჩვენ?
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს – სწავლის და მუშაობის შეთავსება ჩვენთან შესაძლებელია;
- სტუდენტებისთვის სასწავლო გრანტს;
- საბონუსე სისტემას;
- თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
- მზარდ ანაზღაურებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass;
- მონაწილეობას სასწავლო სატრენინგო პროგრამებში
სააპლიკაციო ფორმის შევსებით ან რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება DUNKIN’-ის მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ კომპანიას მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: career@dd.ge