ქართველმა ბარისტამ, სოფი დარბაიძემ, “დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა და „დანკინის“ ქართულ წარმომადგენლობას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული აღიარება მოუტანა. სოფიმ ხარისხიანი ყავის მომზადების შედეგად რამდენიმე ეტაპზე მოიპოვა გამარჯვება და უკან ევროპის ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა, როგორიცაა გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, შვეიცარია, ესპანეთი და სხვა.
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები ყავის გემოვნური თვისებების და დამზადების ტექნიკის მიხედვით გამოავლინეს. კონკურსანტები „ლატე არტის“ გამორჩეული ტექნიკით და საკუთარი რეცეპტით შექმნილი ინოვაციური ცივი და ცხელი ყავის დამზადებისთვის გამოარჩიეს. სოფი დარბაიძის მომზადებული ლატე პიტნითა და ბანანით და ცხელი ყავა „ნუტელათი“ და ბანანით, საუკეთესო აღმოჩნდა და პირველი ადგილი და საუკეთესო ბარისტას ტიტული არგუნა ქართველ ბარისტას.
სოფი დარბაიძე 8 წელია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელია. მისი პირველი სტუდენტური სამსახური „ვენდის“ ამერიკული რესტორანი იყო. მეგობრულმა და გუნდურმა სამუშაო გარემომ, სადაც თანამშრომლის მოტივაცია და პროფესიული განვითარება ძირითადი საზრუნავია, განაპირობა, რომ მან „დანკინში“ გააგრძელა პროფესიული კარიერა. დღეს ის „დანკინის“ ერთ-ერთი რესტორნის ხელმძღვანელია და საუკეთესო ბარისტაა უკვე საერთაშორისო დონეზე.